კრიშტიანუ რონალდუ „ალ-ნასრში“ რჩება

0
20

პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ „ალ-ნასრში“ რჩება.
„ჩემი მომავალი? არაფერი შეიცვლება. დავრჩები თუ არა „ალ-ნასრში“? დიახ“ – იუწყება რონალდუს ნათქვამს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა 40 წლის რონალდუს საუდის არაბეთის კლუბი დატოვებინა, რათა აშშ-ში 14 ივნისიდან 13 ივლისის ჩსათვლით გასამართა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ეთამაშა.
ლეგენდარული პორტუგალიელი „ალ-ნასრში“ 2023 წლის იანვრიდან გამოდის. მან გასულ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 41 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი