„ინტერი“ კრისტიან კივუმ ჩაიბარა

0
20

„მილანის „ინტერს“ სათავეში კრისტიან კივუ ჩაუდგა. 44 წლის რუმინელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა, რის შესახებ მილანელთა პრესსამსახური იუწყება. მან სიმონე ინძაგი შეცვალა, რომელიც გუნდს 2021-2025 წლებში ხელმძღვანელობდა.
კივუ 2025 წლის თებერვლიდან „პარმას“ ავარჯიშებდა. ის 2018-2024 წლებში „ინტერის“ სხვადასხვა ასაკის გუნდებს წვრთნიდა.
რუმინეთის ეროვნული ნაკრების ექსმცველი 2007-2014 წლებში „ინტერში“ თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 169 მატჩში 3 გოლი გაიტანა, პლუს 8 საგოლე პასი გააკეთა. კივუმ „ინტერთან“ ერთად იტალიის ჩემპიონატი სამჯერ, იტალიის თასი ორჯერ, ხოლო ჩემპინთა ლიგა ერთხელ მოიგო.
ლაშა თაბაგარი