პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის პირველი ფინალისტია. რობერტო მარტინესის გაწვრთნილი გუნდი მიუნხენის „ალიანს არენაზე“ გერმანიას დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
მატჩის 48-ე წუთზე იოზუა კიმიხის ძალიან კარგის პასის შემდეგ, პორტუგალიელთა საჯარიმოში მყოფმა ფლორიან ვირცმა თავით ანგარიში გახსნა – 1:0.
63-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ფრანსისკო კონსეისაუმ ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ განხორციელებული რეიდის შემდეგ დაახლოებით 25 მეტრიდან ეფექტური გოლი გაიტანა – 1:1.
68-ე წუთზე პორტუგალიელთა კონტრშეტევის დროს გერმანელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ნუნუ მენდეშმა პასი კარის წინ მდგომ კრიშტიანუ რონალდუს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა.
პორტუგალიამ გერმანია 2000 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა, ხოლო სტუმრად 40-წლიანი პაუზის შემდეგ მოუგო. პირენელებბი ერთა ლიგის ფინალში მეორედ გავიდნენ. 2019 წელს პორტუგალიელებმა ერთა ლიგის სადებიუტო გათამაშება მოიგეს.
„ასეთმა გამარჯვებამ უნდა გაგვახაროს, რადგან მრავალი წლის განმავლობაში გერმანია პირველად დავამარცხეთ. ტატქიკურად საუცხოოდ ვითამაშეთ და თავდადებაც დაგვეხმარა. ეს გუნდური გამარჯვება იყო.
ბევრი რამ წარმატებით უნდა შეასრულო, რომ გერმანიას თანაბრად ეთამაშო. ბურთის უფრო მეტად ფლობაც შეგვეძლო, რადგან სივრცე გვქონდა, რომელიც საუკეთესიდ ვერ გამოვიყენეთ. მთავარია, თანაბრად თამაში. ჩვენ მოთამაშეების შესაძლებლობის გამოსაყენებლად მოქნილობა გჭირდება. ახლა დასვენებისთვის და ყველაფრის შეფასებისთვის დრო გვაქვს. გვსურს ნაკრების მაისურით თავი კიდევ ერთხელ გამოვავლინოთ“ – იუწყება ესპანელის სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
პორტუგალიის მეტოქე ფინალში დღეს ესპანეთსა და საფრანგეთს შორის შეხვედრაში გაირკვევა.
ლაშა თაბაგარი





