სიმონე ინძაგის თქმით, მიუნხენში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერმა“ ისეთი გოლები გაუშვა, რომლებიც მანამდე არასოდეს გაუშვია. მან ამის შესახებ პსჟ-სთან 0:5 მარცხის შემდეგ განაცხადა.
„ამ ბიჭებით ვამაყობ. დავუპირისპირდით გუნდს, რომელიც შესაძლოა ჩვენზე უფრო ძლიერი იყო. შეხევდრა ცუდად დავიწყეთ და გოლები გავუშვით, ხოლო შემდეგ ძალიან ფართოდ ვთამაშობდით და მეტოქეს ამოცანა გავუადვილეთ. ისეთი გოლები გავუშვით, რომლის მსგავსი მანამდე არასოდეს გაგვიშვია.
ეს საშინელი მარცხი ხაზს ვერ გადაუსვამს იმას, რაც გავაკეთეთ. ჩვენ უკეთესად უნდა გვემუშავა – პირველ ყოვლისა მე. ამ სეზონში ტიტულების გარეშე დავრჩით, მაგრამ ეს ნორმალურია და მეტოქეს საკადრისი პატივი უნდა მივაგოთ“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი





