ხარაიშვილმა სეზონი სადებიუტო გოლით დაასრულა

0
21

გიორგი ხარაიშვილმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ბოლო 36-ე ტურში „სუმგაითი“, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი გამოდის, სტუმრად ბოლოადგილოსან „საბაილს“ შეხვდა და 4:1 დაამარცხა.
ხარაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 58-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მეტოქის კარი „პანენკას“ სტილში აიღო. მან აზერბაიჯანში სადებიუტო სეზონი ჩაატარა და 21-ჯერ ითამაშა. „სუმგაითი“ 33 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გავიდა.
ლაშა თაბაგარი