მოდრიჩი „რეალს“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს

0
55

ლუკა მოდრიჩი მომავალ სეზონში მადრიდის „რეალის“ ღირსებას აღარ დაიცავს. ესპანური მედიის ინფორმაციით, ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კლუბისგან კონტრაქტის გახანგრძლივების წინადადება არ მიიღო.
39 წლის მოდრიჩი „რეალის“ გულშემატკივრებს 24 მაისს ლა ლიგის 38-ე ტურში „რეალ სოსიედადთან“ საშინაო მატჩში დაემშვიდობება. ამის შემდეგ, ის „რეალის“ მაისურით წელს ზაფხულში აშშ-ში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს და კლუბს დატოვებს.
მედიის ინფორმაციით, „რეალის“ მომავალი მწვრთნელი ხაბი ალონსო ხორვატ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება-არგახანგრძლივების საკითხზე მსჯელობაში არ მონაწილეობდა, ხოლო მოდრიჩის გაშვება კლუბის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს.
„ოქროს ბურთის“ მფლობელი ხორვატი „რეალში“ 2012 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 590 მატჩში 43 გოლი გაიტანა.
მან ესპანეთის ლა ლიგა 4-ჯერ, ესპანეთის თასი 2-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 5-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 6-ჯერ, უეფას სუეპრთასი 5-ჯერ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 5-ჯერ, ხოლო საკონტინეტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო.
ლაშა თაბაგარი