მამარდაშვილი საუკეთესოა – „ვალენსიას“ სერია შეწყდა

0
31

გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მესამედ დაასახელეს.
36-ე ტურში „ღამურები“ სტუმრად „ალავესს“ დაუპირისპირდნენ და 0:1 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემა შეუცვლელად ითამაშა. 79-ე წუთზე კარიდან ბურთის მოსაგერიებლად გამოსული მამარდაშვილი მასპინძლების ცენტრალურ მცველ მოურინიოს შეეჯახა და მთავარმა მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ ეპიზოდი VAR-სე გადაამოწმა, რის შემდეგ, საკმაოდ საეჭვო პენალტი დანიშნა. ამასთანავე, არბიტრმა ქართველი მეკარე გააფრთხილა. ჟოან ჟორდანმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა და „ვალენსიას“ 10-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. მატჩის შემდეგ გიორგი ესპანურ მედიასთან განაცხადა, რომ ეპიზოდი ვიდეოგამეორებაზე ნახა და პენალტი არ იყო. მისთვის მსაჯის გადაწყვეტილება გაუგებარია.
მიმდინარე სეზონში მამარდაშვილი გარდა იმისა, რომ სამჯერ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ორჯერ ტურის საუკეთესო მეკარედ აღიარეს, ხოლო ერთხელ ტურის საუკეთესო ფეხბურთელად.
„ვალენსია“ 45 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი