მბაპემ დი სტეფანოს რეკორდი მოხსნა

0
9

კილიან მბაპემ მადრიდის „რეალის“ მაისურით ესპანეთის ლა ლიგაში სადებიუტო სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანოს რეკორდი გააუმჯობესა.
36-ე ტურში მადრიდელებმა „მალიორკა“ 2:1 დაამარცხეს, ხოლო საფრანგეთის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა მეკარის კარი ერთხელ აიღო. 26 წლის მბაპესთვის ეს გოლი ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 32 თამაშში 28-ე  აღმოჩნდა. ამრიგად. მან ერთი ბურთით გაასწრო დი სტეფანოს, რომელსაც „სამეფო კლუბში“ დებიუტი 1953-1954 წლების სეზონში ჰქონდა და თავის ანგარიშზე 27 გოლი ჩაიწერა.
ლაშა თაბაგარი