თსუ პირველი ფინალისტია

0
31

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი სუპერლიგის ფინალისტია. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა გურჯაანში იქაურ “დელტას” ნახევარფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა 82:66 მოუგო, ანგარიში 3:1 გახადა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
დღევანდელ შეხვედრაში თბილისელებს ორი წამყვანი მოთამაშე, ტრავმირებული უკანახაზელი ოთარ ფხაკაძე და დისკვალიფიცირებული მეფარე კარსონ ბაშამი აკლდათ, თუმცა, მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ და საბოლოოდ სუპერლიგის პლეი ოფის ფინალის საგზური დამსახურებულად დაისაკუთრეს.
მოგებულთაგან საუკეთესო ალექსანდრე ფევაძე გახლდათ. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ამჯერად თავი 22 ქულით, 18 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით და ორი ჩაჭრით გამოიჩინა. საქებარ სიტყვებს იმსახურებს თსუ-ს 39 წლის კაპიტანი გიორგი ცინცაძე. ჩვენი ეროვნული ნაკრების ექსგამთამაშებლის აქტივმა 11 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და ორი ჩაჭრა შეადგინა.
თსუ-ს სასუპერფინალე ოპონენტს “ქუთაისისა” და ზესტაფონის “მარგვეთის” ნახევარფინალური სერია არკვევს. სამი მატჩის შემდეგ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისი” 2:1-ს იგებს.