კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე „სამტრედიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდის ნაცვლად გუნდს იტალიელი ეუჯენიო სენა გაუძღვება, რის შესახებ სამტრედიელთა პრესსამსახური იუწყება:
„ეუგენიო სენა სამტრედიას ახალი მთავარი მწვრთნელია. 33 წლის იტალიელი სპეციალისტი სხვადასხვა დროს მუშაობდა შოტლანდიურ კლუბ „ლივინგსტონსა“ და საუდის არაბეთის „ალ ფაისალიში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. ბერძნულ და კვიპროსულ კლუბებში კი მთავარ მწვრთნელად.
სენას ასევე იტალიური და უნგრული კლუბების აკადემიაში და ახალგაზრდულ გუნდებში მუშაობის საფუძვლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო 3 წლის განმავლობაში, სენა ხშირად სტუმრობდა საქართველოს და ჩვენს ჩემპიონატს აქტიურად ადევნებდა თვალს“.
გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან გავარდნილი „სამტრედია“ 8 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეცხრეა და ამიტომ, მწვრთნელის შეცვლა გასაკვირი არაა.
„სამტრედიას“ გარდა, მთავარი მწვრთნელი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კიდევ ერთ ბინადარს ბოლნისის „სიონს“ შეეცვალა. ქვემოქართლელთა ხელმძღვანელებმა თანამდებობიდან გიორგი ჭელიძე თავის ასისტენტ გიორგი ჭელიძესთან ერთად დაითხოვეს. “სიონი” 16 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





