ლუის ენრიკე: „ჩვენი მიზანია ლიგა ყოველ წელს მოვიგოთ“

0
62

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს მიზანი ჩემპიონთა ლიგაში ყოველ წელს გამარჯვებაა. ესპანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში შინ ლონდონის „არსენალთან“ 2:1 გამარჯვების და ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა.
„მეტოქემ საუცხოოდ ითამაშა, ხოლო ჩვენ პრობლემები გვქონდა. ორ მატჩში „არსენელზე“ მეტი გოლი გავიტანეთ და ეს ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ თამაშში გაგვიჭირდა, მაგრამ ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველას სურს. ჩვენც გვინდა, რომ ასეთი გუნდი გვყავდეს. ვეცდებით, რომ ტურნირში ყოველ წელს გავიმარჯვოთ, რაც ჩვენი მიზანია.
გამარჯვება ინგლისის პრემიერლიგის ოთხ გუნდთან? ჩვენ ხომ ფერმერების ლიგა ვართ.
„ინტერი“ ბოლოს სამ წელიწადში ფინალში მეორედ გავიდა. მილანელები მატჩისთვის მზად არიან. ეს გუნდი მოედანზე დომინირებს. „ბარსელონასთან“ ჩატარებულ შეხვედრაში სიტუაცია ორმხრივად ვითარდებოდა. ნათელი იყო, რომ „ინტერს“ მეტი გამოცდილება აქვს და არა მხოლოდ ასაკში. ფინალისთვის სწორი განწყობით უნდა მივიდეთ“ – იუწყება ლუის ენრიკეს ნათქვამს ფრანგული მედია.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ გავიდა და 31 მაისს მიუნხენის „ალიანს არენაზე“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი