მიკელ არტეტა: „პსჟ-ს ორივე მატჩი მეკარემ მოაგებინა“

0
87

ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთელ მიკელ არტეტას მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-სთან დაპირისპირების ბედი ფრანგების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ გადაწყვიტა. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ „არსენალს“ ორივე თამაში მოუგო – სტუმრად 1:0, ხოლო სახლში 2:1.
„პსჟ-ს ფინალში გასვლას ვულოცავ. თუ შევხედავთ ამ ორ მატჩში მოედანზე საუკეთესო მოთამაშე ვინ იყო, ეს პარიზელთა მეკარეა. მან დაპირისპირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ვფიქრობ, ფინალთან ძალიან ახლოს ვიყავით. უფრო ახლოს ვიდრე ამას ტაბლო ასახავს. ძალიან ამაყი ვარ ჩემი მოთამაშეებით და იმით თუ როგორ გაუმკლავდნენ ზეწოლას.
ის რაც პარიზელებსი წინააღმდეგ საპასუხო თამაშში გავაკეთეთ საუცხოოა. გამარჯვება თუ გინდა რა უნდა გააკეთო, რომ კლიტე გატეხო? თუმცა, ზოგჯერ მეტოქესაც ტაში უნდა დაუკრა. პსჟ-ს ორივე მატჩი მეკარემ მოაგებინა“ – იუწყება ესპანელის სპეციალისტის ნათქვამს ინგლისური მედია.
პსჟ არსებობის ისტორიაშ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ გავიდა და 31 მაისს მიუნხენის „ალიანს არენაზე“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი