ლაშა ფირცხალაიშვილი 19-წლამდელთა ნაკრებიდან დაითხოვეს

0
82

ლაშა ფირცხალაიშვილი საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება:
“ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 19 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა თანამდებობა დატოვა.
ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი, ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 2021 წლის სექტემბრიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით 19-წლამდელთა ნაკრებმა 2022-24 წლებში ევროპის ჩემპიონატის ორი საკვალიფიკაციო რაუნდი ითამაშა, ხოლო 2025 წლის მარტში, ელიტ რაუნდში მიიღო მონაწილეობა. ეროვნული გუნდების სახელით, გვინდა ლაშას მადლობა გადავუხადოთ განვლილი წლებისთვის და წარმატება ვუსურვოთ კარიერაში”.
ლაშა თაბაგარი