ყაზაიშვილმა თავის გუნდს ქულა გადაურჩინა

0
58

ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა. მე-10 ტურში „შანდუნი“ შინ „ქინგდაოს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 74-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 0:1 იგებდნენ, კარის წინ მყოფმა თანაგუნდელის პასის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა. მან ამ სეზონში ჩინეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 4 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. „შანდუნი“ 17 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი