მილანის „ინტერის“ მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში სტუმრად „ბარსელონასთან“ პირველი მატჩის მოგება შეეძლოთ. მან ამის შესახებ 3:3 დასრულებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც იტალიელები 2:0 იგებდნენ.
„ფანტასტიკური მატჩი ვნახეთ და ვიცოდით, ნახევარფინალები რამდენად რთულია. დღეს გამარჯვებაც შეგვეძლო. ძალიან მომეწონა თუ რა გავლენა მოახდინეს თამაშზე შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა. „ინტერის“ გულშემატკივრებმა იციან, რომ ამ რთულ მომენტში ბოლომდე დავიხარჯეთ. კარგად გვესმის, რომ მომავალ სამშაბათს ფინალის ტოლფასი მატჩი გველოდება. „ბარსელონას“ სახით საუცხოო გუნდი დაგვიპირისპირდა. თუმცა, ახლა მეტოქემაც იცის, რომ მომავალ კვირაში ისეთ საუცხოო გუნდს დაუპრისპირდება როგორიც „ინტერია“ და ამასთანავე მილანში.
იამალი ტალანტია, რომლის მსგავსი 50 წელიწადში ერთხელ იბადება. მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან ასე ახლოს პირველად ვნახე. აღტაცებული ვარ იმით რაც ჩემმა ბიჭებმა გააკეთეს. იამალის წინააღმდეგ ორი-სამი მათგანი გულმოდგინედ მუშაობდა“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო შეხვედრას „ბარსელონასთან“ 6 მაისს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





