„ბარსელონას“ გარემარბ რაფინიას არ მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში შინ მილანის „ინტერთან“ დაფიქსირებული შედეგი (3:3) მსოფლიოში ყველაზე ცუდია.
„იმის გათვალისწინებით, რომ სახლში ვთამაშობდით, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს უფრო მეტისთვის უნდა მიგვეღწია. სამართლიანად პატივი უნდა მივაგოთ „ინტერს“, რომელიც თავის ამოცანას ძალიან კარგად გაუმკლავდა. მილანელები კუთხურების ჩაწოდების დროს ძალიან ძლიერები არიან. მთავარია, ისეთ შედეგს მივაღწიეთ, რომლის წყალობით მილანში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს.
0:2 როდესაც ვაგებდით სიმშვიდე შევინარჩუნეთ და ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ბრძოლა დავიწყეთ. ჩვენ თამაშს ვთამაშობდით და მეტოქეს თავს საკუთარი გეგმა მოვახვიეთ. შესაძლოა, ძალიან ვრისკავდით, მაგრამ დადებითი შედეგის მიღწევა გვსურდა. ჩვენი მიზანი პირველ მატჩში ისეთი საძირკველის ჩაყრა იყო, რომელიც საერთო ჯამში წარმატებას მოგვიტანდა. დაფიქსირებული შედეგი მსოფლიოში ყველაზე ცუდი არაა“ – იუწყება ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი
