ჰანსი ფლიკი: „იამალი გენიოსია“

0
12

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკის აზრით, მისმა ფეხბურთელებმა იციან თუ რის მიღწევა შეუძლიათ და ეიმედება, რომ საპასუხო შეხვედრის 90 წუთი ფინალში გასასვლელად საკმარისი იქნება. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში შინ მილანის „ინტერთან“ 3:3 დასრულებული პირველი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომელსაც კატალონიელები 0:2 აგებდნენ.
„მომავალ კვირაში „ინტერი“ მხოლოდ დაცვიდან ვერ ითამაშებს, რადგან გოლის გატანა ასევე სჭირდება. ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია. მხოლოდ ოთხი გუნდი დარჩა. ჩვენ კარგად ვთამაშობთ და თავდაჯერებულნი ვართ, ჩვენი ვიცით რის მიღწევა შეგვიძლია. წინ კიდევ 90 წუთი გვაქვს. იმედია, ეს ფინალში გასასვლელად გვეყოფა. ეს ჩვენი მიზანია, რომლის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ.
იამალი განსაკუთრებულია, რაც ადრეც მითქვამს. ის გენიოსია. მოედნის კიდიდან ვხედავ როგორ თამაშობს, ხოლო ვიდეოჩანაწერში დეტალებში შესაძლებელია ნახო თუ რას აკეთებს. დღეს აჩვენა თუ მისგან რას ველოდებით და რის ნახვა გვსურს. ლამინი დიდ მატჩებში თავს საუცხოოდ ავლენს. ვფიქრობ, მან სიამოვნება მიიღო“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო შეხვედრას „ინტერთან“ 6 მაისს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი