ფოთის „კოლხეთმა“ მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ ორი თამაში პირველად მოიგო. მე-11 ტურში კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი გუნდი თავის მოედანზე „თელავს“ დაუპირისპირდა და სამი ქულა აიღო. ფოთელების წარმატებაში კვლავ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა გიორგი აბუაშვილმა, რომელმაც მე-10 ტურში დუბლი შეასრულა, ხოლო ამჯერად ერთადერთი გოლის ავტორი აღმოჩნდა.
77-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა აბუაშვილმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც სტუმართა განელმა მცველმა ებენეზერ კპოზომ აშკარად ხელით ითამაშა და არბიტრმა ჯენერი ხორავამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. აბუაშვილმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ამ სეზონში თავის ანგარიშზე მე-5 გოლი ჩაიწერა.
„კოლხეთი“ 11 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, ხოლო „თელავი“, რომელსაც ვალერი გაგუა თავკაცობს ამდენივე ქულით მერვეა.
კოლხეთი 1913 1:0 თელავი
თბილისის “დინამომ” ფრედ ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდები წყალტუბოში ადგილობრივ “სამგურალს” უგოლოდ გაეყარნენ. “დინამო” 16 ქულით მეოთხეა, ხოლო იტალიელი როდოლფო ვანოლის დამოძღვრილი “სამგურალი” 12 ქულით მეოთხეა.
სამგურალი 0:0 დინამო თბ
ლაშა თაბაგარი





