კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტური ბათუმში დასრულდა, სადაც გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა ადგილობროვმა „დინამომ“ აუტსაიდერი საგარეჯოს „გარეჯი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მატჩის 21-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ კუთხური ჩააწოდა და სტუმართა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა ტუნისელმა მცველა უაჰაბიმ მოიგო, ხოლო შორეულ ძელთან ბურთს ბათუმელთა საუკეთესონ ბომბარდირმა ესპანელმა ჯალენ ბლესამ მიასწრო, რის შემდეგ, თავით ანგარიში გახსნა – 1:0.
76-ე წუთზე უაჰაბიმ თავის საჯარიმოში ვახო ბედოშვილი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ლევან პაპავამ ზუსტად შეასრულა – 1:1. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და ბათუმის „დინამო“ 23 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა, ხოლო გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით „გარეჯმა“ 6 ქულა დააგროვა და ბოლოა.
დინამო ბთ 1:1 გარეჯი
ლაშა თაბაგარი
