მიკელ არტეტას მიაჩნია, რომ დადგა მომენტი როდესაც საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ თუ რას წარმოადგენენ როგორც გუნდი. ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შინ პსჟ-სთან გასამართ პირველ მატჩამდე განაცხადა.
„ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის ვართა ამ სეზონის ყველა მოვლენის, ბევრი პრობლემისა და სირთულის მიუხედავად. ახლა ეს საუცხოო ისტორიაა, მაგრამ უფრო მეტი გვინდა. ეს მომენტია როდესაც საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ თუ რას წარმოვადგენთ როგორც გუნდი. ასეთი განწყობით უნდა ვითამაშოთ. ახლა საუბარი იმაზე თუ სადაა ჩვენი ზღვარი და რამდენად შორს წასვლა მსურს“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„არსენალი“ – პსჟ-ს მატჩი დღეს ლონდონის „ემირეითსზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





