ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეში ყველაზე მეტად ადამიანურობამ მოხიბლა.
„მწვრთნელის როლი ფეხბურთელის კარიერაში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად მისმა ადამიანურმა თვისებებმა და მოთამაშეებთან ურთიერთობამ მომხიბლა. როდესაც ვიღაც შენთან მშვიდად მოდის და დაწვრილებით ყველაფერს გიხსნის, მოთამაშე ცდილობს, რომ უფრო მეტი აითვისოს და კიდევ უფრო უკეთესად ითამაშოს.
მოედანზე და მის გარეთ ლუის ენრიკე გაგრძნობინებს, რომ მისთვის, კლუბისთვის და ყველა გულშემატკივრებისთვის მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო. ის ფეხბურთელებს დიდი პატივისცემით ეპყრობა და მათთან თავისი იდეები მკაფიოდ მიაქვს. თუმცა, ყველაზე მეტად მისმა ადამიანურობამ მომხიბლა“ – იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
კვარაცხელია პსჟ-ში იანვარში „ნაპოლიდან“ გადავიდა. მან სეზონის პირველ ნახევარში იტალიურ კლუბში ყველა ტურნირში 19-ჯერ ითამაშა და 5 გოლი გაიტანა, პლუს 3 საგოლე პასი გააკეთა.
კვარაცხელიამ პარიზელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 21 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი
