„დილამ“ ტური გამარჯვებით გახსნა

0
51

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურმა სტარტი გორში აიღო. სადაც ადგილობროვმა „დილამ“ „გაგრას“ უმასპინძლა და სამი ქულა აიღო.
მატჩის მე-10 წუთზე გიორგი გაბედავა ბურთის დაუფლებას ცდილობდა და ფეხი მკერდში გორელთა კონგოელ კაპიტან რომარიკ ეტოუს ჩაარტყა. მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა გაგრელთა ფორვარდს ჯერ ყვითელი ბარათი აჩვენა, ხოლო ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გააძევა.
მე-20 წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა შოთა შეყილაძემ კარგი პასი მისცა კარის წინ მდგომ ოთარ ფარულავას, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 1:0.
ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ბურკინა ფასოელი ნახევარმცველის არუნა უატარას სოლო რეიდი დარტყმით დასრულა და არტყმული ბურთი მოლდოველმა მეკარე რომან სციაპანუმ მოიგერია, მაგრამ შეტევა საჯარიმოში მყოფმა ირაკლი ბუღრიძემ გააგრძელა, რომლის პასის შემდეგ, აფრიკელმა საბოლოო წერტილი დასვა – 2:0.
პორტუგალიელი ნუნუ კოშტას გაწვრთნილი „დილა“ 23 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ქულით გაასწრო ბათუმის „დინამოს“, რომელიც ხვალ ითამაშებს. გიორგი ონიანის თავკაცობით „გაგრამ“ 10 ქულა დააგროვა და მერვეა.
დილა 2:0 გაგრა 
ლაშა თაბაგარი