„ლივერპული“ მეოცედ გაჩემპიონდა – სლოტი პირველი ნიდერლანდელია

0
17

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურში „ლივერპულმა“ შინ ლონდონის „ტოტნჰემი“ 5:1 გაანადგურა და სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ოქროს მედლები გაინაღდა.
„ლივერპულმა“ ინგლისის ჩემპიონატი მეოცედ მოიგო და ამ მაჩვენებლით „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაეწია. თუმცა, 1992 წელს პრემიერლიგის დაარსების შემდეგ, მერსისაიდელებმა ტურნირში მხოლოდ მეორედ გაიმარჯვეს. პრემიერლიგაში გამარჯვებათა რიცხვით „მანჩესტერ იუნაიტედი“ (13) ლიდერობს, მეორე ადგილზე „მანჩესტერ სიტია“ (8), მესამეზე „ჩელსი“ (5), ხოლო მეოთხეზე „არსენალი“ (3).
„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი პირველი ნიდერლანდელი სპეციალისტია, რომელმაც გუნდს პრემიერლიგა მოაგებინა. გარდა ამისა, სლოტი პრემიერლიგის ისტორიაში მე-6 მწვრთნელია, რომელმაც ოქროს მედლები თავის სადებიუტო სეზონში მოიპოვა. მანამდე, იმავე პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ, იტალიელებმა კარლო ანჩელოტიმ, კლაუდიო რანიერიმ და ანტონიო კონტემ, ასევე ჩილელმა მაურიციო პელეგრინიმ მოახერხეს.
ლაშა თაბაგარი