„ტორპედომ“ „გაგრას“ მინიმალურად აჯობა

0
130

გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა ქუთაისის „ტორპედომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 წრე გამარჯვებით დაიწყო. ქუთაისელებმა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „გაგრა“ მიიღეს და მინიმალური სხვაობით აჯობეს.
შეხვედრის 28-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა გერმანელმა მცველმა მოჰამედ შეირფმა სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველაზე მაღლა ნორვეგიელი ფორვარდი ბიორნ იონსენი ახტა და თავით ეფექტური ბურთი გაიტანა – 1:0.
72-ე წუთზე გაგრელთა შეტევის დროს, ლევან გეგეჭკორმა ზუსტი პასი მისცა მასპინძლების საჯარიმოში ბრაზილიელ ნახევარმცველ ვანდერსონ სილვას, რომელმაც თავურით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
90-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ დაახლოებით 18 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა კარგად შეასრულა და ბურთი კარის ბადეში გაახვია – 2:1. „ტორპედომ“ მიმდინარე სეზონში მესამე თამაში მოიგო 3 ფრის წილ და 12 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეხუთეა. გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით „გაგრას“ 10 ქულა აქვს და მერვეა.
ტორპედო 2:1 გაგრა 
ლაშა თაბაგარი