„იბერიამ“ მეორე წრე თელავში ყაიმით დაიწყო

0
48

ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა თბილისის „იბერიამ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის პირველი შეხვედრა სტუმრა „თელავთან“ ჩაატარა, რომელიც 0:0 დამთავრდა. მეორე ტაიმში მთავარმა მსაჯმა კობა რევაზაშვილმა “იბერიას” კარში ჯერ პენალტი დანიშნა, მაგრამ ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და თავისი გადაწყვეტილება შეცვალა.
მიმდიმარე სეზონში თბილისელებმა ფრედ მესამე შეხვედრა დაასრულეს, ხოლო 7-ჯერ გაიმარჯვეს. „იბერია“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ სეზონში თამაში არ წაუგია. მეტიც, გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული კორღალიძის შეგირდებმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებული ზედიზედ 22 თამაშიდან 16 მოიგეს და 6-ჯერ მეტოქეებს დაუზავდნენ.
„იბერია“ 24 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო ვალერი გაგუას თავკაცობით „თელავმა“ 11 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა.
თელავი 0:0 იბერია 1999 
ლაშა თაბაგარი