„კოპენჰაგენი“, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის, საჩემპიონო ჯგუფში ცხრილის პირველ ადგილზე დაბრუნდა. მე-5 ტურში კოპენჰაგენელბამ „ორჰუსი“ მიიღეს და 3:1 აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში თამაში არ იყო და თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო.
მასპინძლები მე-13 წუთზე კლაესონმა დააწინაურა, ხოლო 62-ე წუთზე ლარსონმა ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა. 81-ე წუთზე ჩიაკჰამ სტუმართა კარი მესამედ აიღო. „ორჰუსიდან“ ერთადერთი გოლი ბეხმა გაიტანა.
„კოპენჰაგენი“ 6-გუნდიან ჯგუფში 50 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „მიდტიულანდს“ ერთი ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი





