თბილისის „იბერიამ“ ლევან კორღალიძის თავკაცობით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე მოიგო.
გათამაშების ლიდერი მე-9 ტურის სასტარტო მატჩში სტუმრად დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „გაგრას“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 70-ე წუთზე ერთადერთი გოლი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის სააჯრიმოში შეჭრილი გიზო მამაგეიშვილის გადაცემის შემდეგ, ერთი შეხებით ბურთი კარში გადაგზავნა – 0:1.
„იბერიამ“ პირველ წრეში ჩატარებული 9 შეხვდრიდან 7 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა – 23 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. კორღალიძის გუნდს გასული წლის სექტემბრიდან საქართველოს ჩემპიონატში 21 თამაშია არ წაუგია – 16 გამარჯვება და 5 ფრე. გიორგი ონიანის გაწვრთნილი „გაგრა“ 10 ქულით მე-5 პოზიციაზეა.
გაგრა 0:1 იბერია 1999
ლაშა თაბაგარი




