კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში ლიდერი თბილისის „იბერია:“ სტუმრად თანაქალაქელ „დინამოს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით აჯობა.
მატჩის 33-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილის პასის შემდეგ, ირაკლი სიხარულიძემ კარგად მოძებნა იური ტაბატაძე, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა და აუღებლად დაარტყა – 0:1.
42-ე წუთზე ნიკა დადიანის შორეული გადაცემის შემდეგ, ტაბატაძემ მეტოქის ნახევარზე მიიღო ბურთი და საჯარიმოში მარჯვნიდან შესული ერთ მეურვეს გაექცა, ხოლო მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში გაიტანა – 0:2.
63-ე წუთზე ტაბატაძეს ჰეთ-თრიქის შესრულების შანსი ჰქონდა, მაგრამ თანაგუნდელის კარგი გადაცემის შემდეგ, კარის წინ მდგომმა ხელსაყრელი პოზიციიდან ერთი შეხებით ცუდად დაარტყა.
85-ე წუთზე, ვახტანგ სალია „იბერიას“ ნახევარზე ივა გელაშვილს ფინტით გაცდა და ბურთი კარის წინ უმეთვა;ყურეოდ დარჩენილ თემურ ოდიკაძეს გადააწოდა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 1:2.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილებმა „იბერიას“ კართან ორი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ანგარიშის გასათანაბრებლად ცოტა დააკლდათ.
ლევან კორღალიძის თავკაცობით „იბერიამ“ 17 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნურო ცხრილში პირველია, ხოლო „დინამო“ 11 ქულით მეოთხეა.
დინამო თბ 1:2 იბერია 1999
ლაშა თაბაგარი





