მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელ კარლო ანჩელოტის სჯერა, რომ მის გუნდს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „არსენალის“ დამარცხება და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში სტუმრად „მეთოფეებთან“ 0:3 წაგების შემდეგ განაცხადა.
„საკუთარი თავის კრიტიკული შეფასების დროს გულწრფელები უნდა ვიყოთ. ხანგრძლივი სათამაშო მონაკვეთების დროს ცუდად არ გამოვიყურებოდით – იყო რაღაც რასაც პირველი ტაიმის განმავლობაშ წარმატებით ვასრულებდით. ჩვენი დონის კიდევ უფრო მაღლა აწევის საშუალება გვქონდა, მაგრამ ის მეორე ტაიმში საერთოდ დაიშალა.
თამაშიდან გამომდინარე არაფრის საშუალება არ გქვონდა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რადგან „ბერნაბეუზე“ ასეთი რამ ხშირად მომხდარა“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„რეალი“ საპასუხო მატჩს „არსენალთან“ 16 აპრილს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





