მიკელ არტეტა: „ჯერ მხოლოდ ნახევარი გზა გავიარეთ“

0
56

ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას მატჩამდე სჯეროდა, რომ მადრიდის „რეალის“ დამარცხება შეეძლოთ. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ლონდონში ესპანურო გრანდის 3:0 დამარცხების შემდეგ განაცხადა.
„ამაყი ვარ. ჩვენ ის გავაკეთეთ, რაც გამარჯვებისთვის აუცილებელი იყო. გამარჯვება ორმა ფაქტორმა განაპირობა – ატმოსფერომ, რომელიც მანამდე არასოდეს მინახავს და ჯადოსნურმა მომენტებმა. ამის ყველაზე ნათელი დადასტურება საჯარიმოდან რაისის დარტყმებია.
დარწმუნებული ვიყავი, რომ მსგავსი რამ შესაძლებელია. თამაშამდე ვგრძნობდი, რომ ბევრი პრობლემის შექმნა შეგვიძლია. თუმცა, ამ ყველაფერის რეალიზება საჭირო იყო. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებ თუ რწმენა და სწორი განწყობა გაქვს. ჩვენ ამას მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ მხოლოდ ნახევარი გზა გავიარეთ.
„რეალზე“ უკეთესო გუნდი მოტივაციისთვის არ არსებობს. მადრიდელები ამ ტურნირის ისტორიაშ საუკეთესოები არიან და ჩვენი მიზანი მათი დამარცხება იყო. ამ გამარჯვებით დავტკბებით, მაგრამ ვიცით, რომ მადრიდში კიდევ უფრო უკეთესად უნდა ვითამაშოთ“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს Sky Sports.
„არსენალი“ მადრიდში საპასუხო შეხვედრას 16 აპრილს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი