კომპანი: „ინტერი“ ყოველთვის სახიფათოა“

0
68

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელ ვენსან კომპანის მიაჩნია, რომ მილანის „ინტერი“ ყოველთვის სახიფათოა. ბელგიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შინ მილანის „ინტერთან“ გასამართ პირველ მატჩამდე ისაუბრა.
„ინტერს“ საგოლე მომენტები ყოველთვის აქვს. ეს გუნდი ყოველთვის სახიფათოა და არა მხოლოდ კონტრშეტევების დროს. „ინტერი“ შეტევას კარგად ანვითარებს და „სტანდარტულებსაც“ მაღალ დონეზე ასრულებს. ამ გუნდს ბევრი გოლი გააქვს, რადგან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. თუმცა, ცოტა გოლი არც ჩვენ გაგვაქვს.
წინ ვიხედებით და იმედია, რომ მოთამაშეები რომლებიც ხვალ მოედანზე გავლენ დასახულ ამოცანას თავს გაართმევენ, რაც შედეგშიც აისახება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ ჩვენთან ერთად მთელი გზა გაიარეს იმ წერტილამდე, სადაც დღეს ვართ.
ტრავმების გამო წუწუნს არ ვაპირებ. ჩემი მიზნის შეცვლა ტრავმების გამო არ მსურს. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ თუ რა შესაძლოა მოხდეს ჩვენს მიერ საუკეთესო თამაშის ჩვენების შემთხვევაში“ – იუწყება მიუნხენელთა პრესსამსახური კომპანის ნათქვამს.
„ბაიერნი“ – „ინტერის“ დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი