გიორგი მიქაუტაძე: „B ლიგაში დარჩენით კმაყოფილი ვარ“

0
90

გიორგი მიქაუტაძის თქმით, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B ლიგაში დასარჩენად ყველაფერი გააკეთა. მან ამის შესახებ პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე სომხეთთან 6:1 გამარჯვების შემდეგ გაანცხადა.
გიორგი მიქაუტაძე: „დღევანდელი თამაში დედაჩემს მივუძღვენი, რომლის დაბადების დღეცაა და გუშინ ვუთხარი, რომ სენს დაბადების დღეზე გოლს გავიტან მეთქი. ორი თამაში ვითამაშეთ და ორივე მოვიგეეთ. B ლიგაში დასარჩენად ყველაფერი გავაკეთეთ და გახარებული ვარ“.
მიქაუტაძემ სომხეთთან დუბლი შეასრულა და მის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 20 გოლია. ის საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მხოლოდ შოთა არველაძეს (26 გოლი) ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი