ოთარ კიტეიშვილი: „განსაკუთრებული განცდა იყო“

0
66

ოთარ კიტეიშვილისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველად კაპიტნობა განსაკუთრებული განცდა იყო. მან ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგის პლეი-ოფში სტუმრად სომხეთთან 3;0 მოგებული პირველი მატჩის შემდეგ განაცხადა.
„პირველი კაპიტნობა ყოველთვის განსაკუთრებულია. საოცარი განცდა იყო. სანამ თამაში დაიწყებოდა ცოტა ეიფორიაშიც ვიყავი, მაგრამ შემდეგ უკვე თამაშზე ვკონცენტრირდი.
მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით, დამაჯერებლადაც გავიმარჯვეთ. მნიშვნელოვანი იყო, რომ ორი გოლის გატანა პირველ ტაიმში მოვახერხეთ. შემდეგ უფრო მეტი სივრცე გვქონდა სწრაფი იერიშებისთვის. როცა ჩვენს შემტევებს სივრცე აქვთ, კარგად ვიცით, რა შეუძლიათ“- იუწყება კიტეიშვილის ნათქვამს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.
საქართველოს ნაკრები სომხეთთან საპასუხო შეხვედრას თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩაატარებს, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი