საბა გოგლიჩიძე: „თამაშის ასე მოგება მნიშვნელოვანი იყო“

0
66

საბა გოგლიჩიძისთვის, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, ერთა ლიგის B ლიგის პლეი-ოფში სომხეთთან გოლის გაუშვებლად მოგება მნიშვნელოვანია.
„დღეს ჩემი დებიუტი იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. მიხარია, რომ კარი „მშრალად“ შევინახეთ. თამაშის ასე მოგება მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ჯერ არაფერი დასრულებულა, რადგან ეს ფეხბურთია. თბილისში „დინამო არენაზე“ საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. დარწმუნებული ვარ ასე იქნება და უკვე შემდეგ თამაშზე გადავერთვებით“ – იუწყება გოგლიჩიძის ნათქვამს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.
ლაშა თაბაგარი