გიორგი ქოჩორაშვილი: „ჯერ დამთავრებული არაფერია“

0
43

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილს მიაჩნია, რომ ერთა ლიგის B ლიგის პლეი-ოფში სტუმრად სომხეთთან 3;0 გამარჯვების მიუხედავად, ჯერ დამთავრებული არაფერია.
„რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, მოვახერხეთ და პირველ თამაშში გამარჯვება მოვიპოვეთ. იმის თქმაც მინდა, რომ ჯერ არაფერი არაა დამთავრებული, მეორე მატჩი სახლში გველოდება, უნდა დავისვენოთ და მოვემზადოთ. გუნდის გამარჯვებით და თამაშით ბედნიერი ვარ, ასევე გოლით, რომელიც დედაჩემს ეკუთვნის, იმიტომ, რომ მისი დაბადების დღეა.
ჩემმა მეგობარმა, რომელიც სომხეთის ნაკრებში თამაშობს, მითხრა, რომ ამდენ ქართველს სტადიონზე არ ელოდებოდა. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ისინი ყოველთვის მოდიან და მხარს გვიჭერენ.
ყოველთვის ძალიან წყანარად ვარ, როცა გვერდზე კიტეიშვილი, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი მიდგას. ყველა ჩემი თანაგუნდელი ძალიან მაღალი დონისაა, კიტეიშვილის კაპიტნობა კაშიას შემდეგ დამსახურებულია“ – იუწყება ქოჩორაშვილის ნათქვამს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.
საქართველოს ნაკრები სომხეთთან საპასუხო შეხვედრას თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩაატარებს, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი