საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც ერთა ლიგის B ლიგის პლეი-ოფში სტუმრად სომხეთანნ 3:0 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულია, გახარებულია, რომ თავის ქვეყანას ეხმარება.
„პლეი-ოფის პირველ თამაშში 3;0 მოგებით B ლიგაში დასარჩენად კარგი ნაბიჯი გადავდგით. მიხარია, რომ ორი გოლი გავიტანე და ჩემს ქვეყანას ვეხმარები. მადლობა მინდა გადავუხადო ამდენ გულშემატკივრებს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ. ახლა მეორე თამაში გვაქვს და ისიც უნდა მოვიგოთ“ – იუწყება მიქაუტაძის ნათქვამს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.
მიქაუტაძე 18 გოლით ეროვნული გუნდის არსებობის ისტორიაში ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზეა და მხოლოდ შოთა არველაძეს (26) ჩამორჩება.
საქართველოს ნაკრები სომხეთთან საპასუხო შეხვედრას თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩაატარებს, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
