
კილიან მბაპემ აღიარა, რომ საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის თანამდებობაზე შეცდომები დაუშვა.
„საკმაოდ საღად მოაზროვნე ადამიანი ვარ, რათა მივხვდე კარგად რა გამომდის და არ – არა. ვიცი, რომ ხალხი უკმაყოფილო იყო იმით რასაც მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ ვაკეთებდი – მათი იმედი ვერ ვამართლებდი.
იტალიასთან ცუდად ვითამაშე და მატჩამდე ჩემს მიერ ჩატარებული პრესკონფერენცია ხალხს არ მოეწონა, რადგან როგორც კაპიტანმა გუნდი ვერ „შევკარი“. ამას ვაღიარებ, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარია რომ წინ წავიდეთ და იმავე შეცდომები გავიმეორეთ“ – განაცხადა მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა ერთა ლიგის 1/4-ფინალში ხორვატიასთან გასამართ პირველ თამაშამდე.
ლაშა თაბაგარი




