მბაპე: „პსჟ უკეთესად თამაშობს? ეს ჩემი საქმე არაა“

0
15

„ხალხი ამბობს, რომ პსჟ ჩემს გარეშე უკეთესად თამაშობს? ეს ჩემი საქმე არაა. პსჟ-ს ყოველივე საუკეთესსოს ვუსურვებ. ახლა კონცენტრირებული „რეალზე“ ვარ. კლუბს ჯერ ტრებლი არასოდეს მოუგია და დაუჯერებელი იქნება, რომ ეს ჩემს მიერ აქ გატარებულ პირველ ტაიმში მოახერხოს“ – ციტირებს მბაპეს Le Parisien.
მბაპე „რეალში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და ყველა ტურნირში ნათამაშება 43 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა, პლუს 4 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი