ქუთაისის “ტორპედომ” ესპანელი საყრდენი ნახევარმცველი კრისტიან რივერა დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“27 წლის ესპანელი საყრდენი ნახევარმცველი კრისტიან რივერა “ტორპედოს” ფეხბურთელია. ესპანელმა ნახევარმცველმა ბოლო 3 სეზონი ხიხონის “სპორტინგში” გაატარა. მანამდე კი კარიერის განმავლობაში ესპანურ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა: “ლას პალმასი”, “ჟირონა”, “ლეგანესი”, “უესკა”, “ეიბარი”, “ბარსელონა B”
ესპანეთის ლა ლიგაში რივერამ 51 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ხოლო ლა ლიგა 2-ში – 120 მატჩი. იყო ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომლის რიგებში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უთამაშია. გამოცდილმა ესპანელმა “ტორპედოსთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა”
ლაშა თაბაგარი





