საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ლაშა ფირცხალაიშვილი ავარჯიშებს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ამხანაგური მატჩი ებრაელ თანატოლებთან ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა.
განვლილი სპარინგის მე-15 წუთზე ისრაელიდან ანგარიში ვიად ხალაილმა გახსნა, ხოლო სამ წუთში საბა სამუშიამ საპასუხო ბურთი გაიტანა.
პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა, ხოლო ჩვენმა გუნდმა 88-ე წუთზე გიორგი მეფარიშვილის გოლით გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრები ისრაელთან მეორე ამხანაგურს 5 მარტს დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გამართავს.
19-წლამდელთა ნაკრები 19 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მე-2 ჯგუფში პოლონეთს, სლოვაკეთს და მონტენეგროს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.
მატჩის ოქმი – საქართველო 2:1 ისრაელი
19 მარტი | საქართველო – პოლონეთი | მესხი 2 | 19:00
22 მარტი | საქართველო – სლოვაკეთი | მესხი 2 | 19:00
25 მარტი | საქართველო – მონტენეგრო | მესხი 2 | 19:00
ლაშა თაბაგარი





