ეგოიანმა ნიდერლანდებში გოლების რიცხვი ხუთამდე გაზარდა

0
61

ირაკლი ეგოიანმა მიმდინარე სეზონში „ვიტესის“ მაისურით ნიდერლანდების რანგით მეორე ლიგაში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა.
28-ე ტურში არნემელებმა შინ „მაასტრიხტი“ მინიმალური ანგარიშით საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი წყალობით დაამარცხეს. შეხვედრის მე-13 წუთზე „ვიტესის“ ფეხბურთელი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და წააქციეს, მიუხედავადა იმისა, რომ პენალტი იყო, ეგოიანი არ გაჩერებულა, რასაც კარში ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 1:0.
20 წლის ეგოიანმა 5 გოლის გატანის გარდა, ამ სეზონში 4 საგოლე პასი მიითვალა. „ვიტესს“ ფინანსური პრობლემების გამო, სეზონის წინ 27 ქულა დააკლეს და 4 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.
რუმინეთის უმაღლესი დივიზიონის 29-ე ტურში კრაივოას “უნივერსიტატიამ” კონსტანცას “ფარული” მიიღო და 1:0 დაამარცხა. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა სასტარტოში ითამაშეს და 89-ე წუთზე შეცვალეს. “უნივერსიტატია” 52 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი