პსჟ-ს მწვრთნელმა კვარაცხელია „ლივერპულისთვის“ შემოინახა

0
26

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში „ლილთან“ საშინაო მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. პარიზელთა ესპანელმა თავკაცმა ლუის ენრიკემ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს მომავალ კვირაში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „ლივერპულთან“ მატჩამდე დასვენების საშუალება მისცა. კვარაცხელია პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, საფრანგეთის ჩემპიონატში სასტარტოში პირველად ვერ მოხვდა.
კვარაცხელია მოედანზე 63-ე წუთზე უსმან დემბელეს ნაცვლად გავიდა, როდესაც შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ „ლილი“ ხელწამოსაკრავი გუნდი არაა და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში პირდაპირ გავიდა, პსჟ-მ თამაში პირველ ტაიმში „დაუმთავრა“.
მასპინძლებიდან მე-6 წუთზე ანგარიში ბარკოლამ გახსნა, ხოლო 22-ე წუთზე თავი მარკინიოსმა გამოიჩინა. 28-ე წუთზე „ლილი“ კარი დემბელემ აიღო, რასაც 37-ე წუთზე დუეს გოლი მოჰყვა. სტუმრებიდან ერთადერთი ბურთი მე-80 წუთზე დავიდმა გაიტანა.
პსჟ 62 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია. პარიზელები „ლივერპულს’ 5 მარტს უმასპინძლებენ.
ლაშა თაბაგარი