დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ მოუგებელი სერია ვერ შეწყვიტა

0
63

„სენტ-ეტიენმა“, რომლის ღირსებას ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ში მოუგებელი სერია ვერც 24-ე ტურში შეწყვიტა.
„სენტ-ეტიენი“ გათამაშების მე-3 საფეხურზე მყოფ „ნიცას“ ეწვია და 1:3 წააგო. საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
სტუმრები მე-10 წუთზე როსარიომ დააწინაურა, ხოლო სტასინმა 32-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. 52-ე წუთზე „სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელმა ნადემ ავტოგოლი მიითვალა. 69-ე წუთზე ნიცელებიდან თავი გესანმა გამოიჩინა.
„სენტ-ეტიენს“ ზედიზედ 8 თამაში არ მოუგია (2 ფრე და 6 წაგება) – 19 ქულით 18 გუნდში მეთექვსმეტეა.
პორტუგალიის პრიმეირალიგის 24-ე ტურში „ფამალიკაო“ გასვლაზე „ნასიონალთან“ 1:2 დამარცხდა. სტუმრებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ მამაგეიშვილმა 75-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო 89-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „ფამალიკაო“ 31 ქულით 18 გუნდში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი