კრიშტიანუ რონალდუმ 2024 წელს ყველაზე მეტი გამოიმუშავა

0
55

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და „ალ-ნასრის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორსტმენია, იუწყება Sky Sports.
40 წლის რონალდუმ 2024 წელს 248 მილიონი ევრო გამოიმუშავა. მეორე ადგილზე „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელი სტეფ კარია (146 მილიონი ევრო), ხოლო მესამეზე მოკრივე ტაისონ ფიური (140 მილიონი ევრო).
არგენტინის ეროვნული გუნდის და „ინტერ მაიამის“ კაპიტანმა ლიონელ მესი (129 მილიონი ევრო) ჩამონათვალში მეოთხეა, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთი ლებრონ ჯეიმსი (127 მილიონი ევრო) კი მეხუთეა.
მიმდინარე სეზონში რონალდუმ „ალ-ნასრის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 28 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი