დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც ირაკლი აზაროვი გამოდის, უკრაინის პრემიერლიგის მე-18 ტურში „ლივი ბერეგს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. „შახტარიდან“ ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე მარიან შვედმა გაიტანა. მოქმედი ჩემპიონი „შახტარი“ 36 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
კვიპროსის ჩემპიონატის 24-ე ტურში აპოელი შინ ლიდერ „პაფოსთან“ 0:2 დამარცხდა. მასპინძლების განაცხადში ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი ლაშა დვალი ვერ მოხვდა. აპოელი 40 ქულით 14-გუნდს შორის მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
