ხვიჩა კვარაცხელია: „მიმაჩნია, რომ ძალიან ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ“

0
28

ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ პსჟ ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ამის შესახებ საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურში სტუმრად „ლიონთან“ 3:2 მოგებული მატჩის მერე განაცხადა. განვლილ შეხვედრაში კვარაცხელიამ საგოლე პასი მიითვალა და საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. თავის მხრივ, „ლიონში“ საგოლე გადაცემა თავის ანგარიშზე შეცვლაზე შესულმა გიორგი მიქაუტაძემ ჩაიწერა.
„რთული მატჩი ჩავატარეთ. ბოლო წუთები ძალიან დაძაბული იყო, რადგან მეტოქე ყველა ფეხბურთელით გვიტევდა, ხოლო ჩვენ თავს ვიცავდით. მთავარია, რომ სამი ქულა ავიღეთ.
ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და წინსვლას ვაგრძელებთ. ყოველ მატჩში ვაჩვენებთ, რომ კარგი გუნდი ვართ და იმავე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ. მიმაჩნია, რომ ძალიან ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ“ – იუწყება კვარაცხელიას ნათქვამს პსჟ-ს ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი