ფილიპ კლემანი გლაზგოს „რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ბელგიელ სპეციალისტს კარისკენ შოტლანდიის პრემიერლიგაში შინ „სენტ-მირენთან“ 0:2 მარცხის შემდეგ მიუთითეს.
„რეინჯერსი“ ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და დაუძინებელ მეტოქე „სელტიკს“ 17 ქულით ჩამორჩება. კლემანი გლაზგოელებს 2023 წლის 15 ოქტომბრიდან ავარჯიშებდა და ლიგის თასი მოაგებინა.
„რეინჯერსამდე“ ის „ბევერენს“, „გენკს“, „ბრიუგეს“ და „მონაკოს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





