დავით ნინიაშვილი კარიერას საფრანგეთის ტოპ 14-ს კლუბ „ლა როშელში“ გააგრძელებს.
„ბორჯღალოსნების“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მიმდინარე წლის ზაფხულში „ლიონს“ დატოვებს და „ლა როშელთან“ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
22 წლის ნინიაშვილმა კარიერა „ხვამლში“ დაიწყო, სადაც 2019-2021 წლებში გამოდიოდა და ისე რომ დიდ 10-ში არ უთამაშია საფრანგეთის ტოპ 14-ის ბინადარ „ლიონში“ გადავიდა.
ლაშა თაბაგარი





