პსჟ-მ თავდამსხმელი რანდალ კოლო მუანი ტურინის „იუვენტუსი“ გაანათხოვრა, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი „იუვენტუსში“ 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება. პსჟ-მ კოლო მუანი გერმანიის „აინტრახტიდან“ 95 მილიონ ევროდ იყიდა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 54 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. 21 ტურის შემდეგ, „იუვენტუსი“ 37 ქულით 20-გუნდიან იტალიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
