„სიტიმ“ ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველი იყიდა

0
25

„მანჩესტერ სიტიმ“ ბრაზილიის „პალმეირასიდან’ 19 წლის ცენტრალური მცველი ვიტორ რეისი იყიდა. სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელმა ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა.
მანჩესტერელებმა რეისში „პალმეირასს“ 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს და გარიგებაში ბონუსები გათვალისწინებული არაა.
„პალმეირასს“ რეისის შენარჩუნება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატამდე სურდა, მაგრამ ინგლისური მხარის მოთხოვნით ახალგაზრდა უკანახაზელი გუნდს იანვარში შეუერთდა.
„პალმეირასის“ აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში ჩატარებულ 22 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი